ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტიდან თანხები დასახარჯი არ დარჩენია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროში არც გადახარჯვა მომხდარა.
„ჯანდაცვის სამინისტროში ნულოვანი ბალანსია, არც აუთვისებელი თანხები და არც გადახარჯვა არ არის და იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ასე გაგრძელდება",- განაცხადა სერგეენკომ.