ყველასათვის ცნობილმა ბრენდმა Franco Fontana Georgia -მ ზაფხულში, გალერია თბილისში ახალი ხაზის - “18K Precious Crafts” მაღაზია გახსნა.
გთავაზობთ მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერთან, ნინი ზექალაშვილთან მცირე ინტერვიუს.
- ნინი, თავიდან რამდენიმე სიტყვით Franco Fontana Georgia - ზეც რომ ვისაუბროთ.
- მართალია, ბრენდი Franco Fontana Georgia 2008 წელს დაარსდა და ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ჩამოყალიბდა ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად, თუმცა ბრენდის წარმატება დიდწილად განაპირობა იმან, რომ მისი დამფუძნებლები Franco Fontana-ს პირველი მაღაზიის გახსნამდე 13 წელი აქტიურად მოღვაწეობდნენ საიუველირო ბაზარზე და მათ პირველებმა შემოიტანეს იტალიური ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. 2008 წლიდან დღემდე კი Franco Fontana Georgia-ს მაღაზიებში წარმოდგენილია იტალიური, უმაღლესი ხარისხის ოქროს და ვერცხლის პროდუქცია. რაც მთავარია ფრანკო ფონტანაში პროდუქციის შეძენა ყველასათვის ხელმისაწვდომია.
- მაინც რა განაპირობებს ბრენდის პოპულარობას?
- ბრენდი საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან ცდილობს თავის მომხმარებელს წარუდგინოს ყველაზე ტრენდული, მოდური და ცნობილი ბრენდების სამკაულების მუდმივად განახლებადი კოლექციები. მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენს მომხმარებელს პატარა იტალიას ვთავაზობთ თბილისში :)
- რით განსხვავდება Franco Fontana და მისი შვილობილი 18K Precious Crafts?
- 18K Precious Crafts -ში წარმოდგენილია პრემიალური ხარისხის სამკაულები, ყვითელი ოქროს, თეთრი ოქროს სამკაულები ისევე როგორც ბრილიანტის ბეჭდები, რომელიც გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე. ფასები 700 ლარიდან იწყება. წარმოდგენილ კოლექციებში გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური ქვები. რაც შეეხება ოქროს, საიუველირო ნაწარმი დამზადებულია მხოლოდ 750 სინჯის ოქროთი. ფრანკო ფონტანაში კი შესაძლებელია როგორც 585, ასევე 750 სინჯის ოქროს მქონე ნაწარმის შეძენა. ისევე როგორც Franco Fontana Georgia, 18K Precious crafts თავის მომხმარებელს ბოლო წლების განმავლობაში განსხვავებული ტექნოლოგიით დამუშავებულ, უნიკალურ პროდუქციასაც სთავაზობს. ეს ტექნოლოგია საკმაოდ აქტუალური და ტრენდულია ბოლო დროს, მაგ: ბრენდები Dorika და Gold Art
- რას პირდება 18K Precious Crafts თავის მომხმარებელს?
- ჩვენ ვპირდებით განსხვავებულ დიზაინს, უნიკალურ და დახვეწილ სტილს და რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო მომსახურებას, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს, რასაც Franco Fontana Georgia -სგან მიჩვეულია მომხმარებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქციით დაინტერესებული პირი ბოლომდე იყოს ინფორმირებული მისთვის საინტერესო საიუველირო ნაწარმზე იქნება ეს ოქროს ბეჭდები თუ ბრილიანტისა და ძვირფასი თვლების სამკაულები და საჩუქრის შერჩევისას მიიღოს კვალიფიციური რჩევა. გამომდინარე აქედან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი კონსულტანტების კომპენტენციის საკითხს, რადგან მათ შეძლონ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის სტუმრებისთვის, ამასთან, არც ზედმეტი ყურადღებით შეაწუხონ ისინი :)
- საახალწლო პერიოდში ალბათ ორივე ბრენდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
- ნამდვილად ასეა! ჩვენი მხრიდან ვცდილობთ უფრო გავახაროთ ჩვენი მომხმარებელი, ამიტომ საახალწლოდ Franco Fontana 40%-მდე, ხოლო 18K Precious Crafts - 25% ფასდაკლებას ვთავაზობთ.
ავტორი: ანიკა ტიზლიარიშვილი
(R)