რაც შეეხება წიაღისეულის ათვისებას და ასევე ჰესების მშენებლობას, ჩვენ ამას გავაკეთებ მხოლოდ გარემოს და უსაფრთხოების სტანდარტების ძალიან მკაცრი დაცვითა და მოსახლეობასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჰესების მშენებლობისა და წიაღისეულის ათვისებისას ევროპული სტანდარტები იქნება გათვალისწინებული.
„არავის ეგონოს, რომ ჩვენ წავალთ და რაღაცის ისე გაკეთებას დავიწყებთ, რომ მოსახლეობა ამაში არ ჩავრთოთ. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა იქნება, შეთანხმება და ევროპული სტანდარტების დაცვა ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ.
პრაქტიკულად ყველა ინვესტორს ვხვდები, ვინც ჩამოდის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.