1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6627 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6627 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6617 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0333 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0354 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0021 ლარი შეადგინა.