თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში, ყველა ის პრიორიტეტული პროექტია ასახული, რომელიც დედაქალაქსა და მის მოსახლეობას სჭირდება.
„ოპოზიციის მხრიდან აქტიური განხილვა იყო 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გაიზარდა თუ შემცირდა. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსა და 2019 წელს ჯამში, როგორც სატრანსპორტო, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის დაახლოებით 800 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაიზარდა უფასო სასადილოების დაფინანსება. ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი. ყველა ჩვენგანის მიდგომა არის შემდეგი - არ გვყავდეს ასეთი საჭიროების მქონე ადამიანები. ბიუჯეტში გაზრდილია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი დაფინანსება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.