აქციები და ობლიგაციები - ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ პოპულარულია

საქართველოში ფინანსური ბაზრის არაერთგვაროვანი განვითარება ბანკების დომინირების მიზეზი გახდა. მსხვილი ბანკები არიან ლიდერები როგორც პროფილურ ბაზარზე, ასევე ავითარებენ „ჯიბის“ საბროკერო და ფორექს კომპანიებს.

Globex Analytics-ის სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის ექსპერტებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ, რომელი ფინანსური ინსტრუმენტებია ყველაზე პოპულარული საქართველოში, რა საინვესტიციო პორტფელის შედგენა შეუძლია ქართველ ინვესტორს და როგორ უნდა აირჩიოს ფინანსური პარტნიორი.

ფინანსური ბაზრის პროფესიონალი მონაწილეები

ოფიციალურად, ინვესტიციების ბაზარზე პროფესიონალებს უწოდებენ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო ლიცენზია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საბროკერო კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან ინვესტორებს, ვალდებულნი არიან მიიღონ ასეთი ლიცენზიები. პირველი, რაც უნდა იცოდეთ, თუ გადაწყვიტეთ მუშაობა ქართულ კომპანიასთან, უნდა გაარკვიოთ, აქვს თუ არა მას ამის უფლება. კანონი არ ზღუდავს მოქალაქეებს თავიანთ არჩევანში, რადგან მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელია ასევე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების მეშვეობით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ აქვთ ოფისები საქართველოში, ხოლო ლიცენზია გაცემულია სხვა ქვეყნის მთავრობის მიერ.

შერჩევის საკვანძო კრიტერიუმებია: კომპანიის ისტორია, ვაჭრობის პირობები ინვესტორისთვის, ტრეიდინგისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სიმარტივე და ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი ანალიტიკა და ლიცენზია. არჩევანი ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ თქვენზეა.

რა უნდა იყიდოთ?

ფინანსური ინსტრუმენტის არჩევანი დამოკიდებულია ინვესტორის პირად თვისებებზე. მთავარია, გაითვალისწინოთ ბაზრის საკვანძო წესი: რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მაღალია შემოსავლიანობა. ყველაზე მომგებიანები არიან აქციები და სავალუტო წყვილები, უფრო კონსერვატიული – სახელმწიფოებრივი და კორპორატიული ობლიგაციები. არსებობს სხვა კატეგორიაც: სპეციალური კონტაქტები, რომელთა საბაზისო აქტივები არის ფასიანი ქაღალდები ან საქონელი. ეს უკვე რთული ქაღალდებია, რომლებისთვის დაგვჭირდება ცალკე სტატიის დაწერა.

ამ ქაღალდების საკვანძო განსხვავება არის არა მარტო რისკის დონე, არამედ მათი ბუნება. აქციების მფლობელი არის კომპანიის წილის მფლობელი. თუ თქვენ გაქვთ BMW-ს ერთი აქცია მაინც, თქვენ უკვე ითვლებით ამ კომპანიის მესაკუთრედ. არსებობს ჩვეულებრივი და პრივილიგირებული აქციები, მფლობელებს აქვთ სხვადასხვა უფლებები და პრიორიტეტები არჩევნების და დივიდენდის მიღების დროს. ლიკვიდურობის, ანუ პოპულარობის, მიხედვით არსებობენ: «ლურჯი ფიშკები» და «მეორე» ან «მესამე ეშელონის» აქციები. ყველაზე ცნობილები, შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადი ინვესტორებს შორის, იძლევიან ნაკლებ შემოსავალს, მაგრამ ინვესტორმა იცის, რომ შეუძლია მისი გაყიდვა ნებისმიერ მომენტში. ხოლო არაწამყვანი პოზიციების მქონე ქაღალდებს შეუძლიათ ბევრად მეტი შემოსავლის მოტანა, მაგრამ არსებობს ფასის მკვეთრი კლების მაღალი რისკიც. ინვესტირების განვითარებული ბაზრის მქონე ქვეყნებში ასეთი აქციების ყიდვის უფლება აქვთ მხოლოდ კვალიფიცირებულ ინვესტორებს, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ თავიანთი სტატუსი და კომპეტენციები მაღალი რისკის მქონე ოპერაციების შესრულებისთვის.

ობლიგაციები – ფასიანი ქაღალდები, რომლების ყიდვის დროს, თქვენ ფაქტობრივად, ვალში აძლევთ სახელმწიფოს ან კომპანიას თქვენს ფულს. კომპანიის სანდოობის მიხედვით, ამ ქაღალდებს აქვთ გარკვეული რეიტინგი, რომელიც მოქმედებს პოტენციური შემოსავლის და რისკის სიდიდეზე. კომპანია უხდის მფლობელს პროცენტს, ანუ კუპონს, ობლიგაციის ვადის დასრულების შემდეგ. ობლიგაციის უმეტესობის ყიდვა და გაყიდვა თავისუფლად შეიძლება საფონდო ბირჟაზე, ანუ შემოსავლის მიღება შეიძლება ქაღალდის ვადის დასრულებამდეც.

სავალუტო წყვილებით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რა იმოქმედებს მათ ღირებულებაზე იმისთვის, რომ განსაზღვროთ რა ქვეყნის ფული აირჩიოთ, როგორ იყიდოთ ან გაყიდოთ ის დროულად. ვალუტებით ვაჭრობა არა მარტო აძლევს ინვესტორს შემოსავალს, არამედ იცავს მის კაპიტალს ინფლაციისგან, მიუხედავად იმის, თუ რა ვალუტაში გამოიმუშავებს ადამიანი. ამიტომ უნდა ისწავლოთ მაკროეკონომიკის საფუძვლები, ისწავლოთ ცენტრალური ბანკების ქმედებებში გარკვევა, გაიგოთ რა არის მშპ, ეკონიმიკური ინდექსები და ბანკი-რეგულატორის საკვანძო განაკვეთი. ამისთვის არ არის აუცილებელი ეკონომიკური განათლების მიღება, მაგრამ უნდა დახარჯოთ დრო და ძალები სწავლაზე. საქართველოში ამის გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებელ სასწავლო ცენტრში Globex Analytics-ში, სადაც საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების გაუმჯობესებისთვის ტარდება საბაზისო კურსი ფინანსურ ბაზარზე მუშაობის შესახებ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობა

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მუშაობს 9 ლიცენზირებული საინვესტიციო და 3 ფორექს-კომპანია. საქართველოს ეროვნული ბანკი გვიწევს მათთან მუშაობის რეკომენდაციას. ამ ბროკერების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ქართული, ასევე უცხოური ემიტენტების (ანუ იმ კომპანიების, რომელთა აქციების ან ობლიგაციების ყიდვა თქვენ ოფიციალურად შეგიძლიათ ბირჟაზე) ქაღალდები, ასევე ივაჭროთ ფორექსზე. ამ კომპანიების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გახდეთ Silknet-ის, ნიკორას, საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და სხვა ქართული ემიტენტების აქციონერი. სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ https://gse.ge/en/securities.

თანამედროვე ტექნოლოგიების და ელექტრონული ციფრული ხელმოწერების წყალობით, ინვესტორს შეუძლია ნებისმიერი კომპანიის არჩევა, სასურველი პირობებით და იურისდიქციით. მთავარია, არ დაგავიწყდეთ დროულად გადაიხადოთ გადასახადები თქვენი საინვესტიციო საქმიანობიდან.