„2019 წლიდან საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების შესყიდვებში მიიღებს მონაწილეობას"

2019 წლიდან საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების შესყიდვებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„არსებობს სხვადასხვა საშუალებები ამ თვალსაზრისით. ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა მისიები სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებსაც სჭირდებათ მნიშვნელოვანი პროდუქტები - წყალი, საკვები პროდუქტები და ა.შ. ვფიქრობთ, ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ექსპორტით, გამოიყენონ ეს საშუალება. ამაში ძალიან აქტიურად დავეხმარებით. პირველ რიგში, ნიუ იორკში ჩვენი დიპლომატიური მისია იქნება აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში. ძირითადი სააგენტოები არის სწორედ ამერიკაში, ამიტომ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა კომპანიებს ბიუროკრატიის დაძლევაში დაეხმარება“, - განაცხადა მინისტრმა.