Dow Jones-ის ინდექსი 1000 პუნქტით გაიზარდა

ამერიკული სამრეწველო ინდექსი Dow Jones ბირჟის დახურვის მომენტისთვის 1086 პუნქტით ანუ 4,98%-ით გაიზარდა და მიაღწია 22878,45 ნიშნულს.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, ეს არის ბოლო 9,5 წლის განმავლობაში ამ საბირჟო ინდექსის ყველაზე დიდი ზრდაა ერთ სესიაზე.

როგორც ცნობილია, ორშაბათს შობამდელ ბოლო საბირჟო დღეს Dow Jones-ის ინდექსმა 653,17 პუნქტიანი ანუ 2,91%-იანი ვარდნა განიცადა, რომელიც პროვოცირებული იყო ინვესტორების მოლოდინით ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებით, ნავთობზე ფასის კლებითა და დონალდ ტრამპის მიერ ფედრეზერვის კრიტიკით.

ბოლო სავაჭრო ზრდა დააფიქსირეს სხვა ამერიკულმა ინდექსებმა. ინდექსი S&P 500, რომელშიც შედის აშშ-ის 500 უმსხვილესი კორპორაცია, გაიზარდა 4,96%-ით ან 116,6 პუნქტით 2467,70-მდე. NASDAQ გაიზარდა 5,84% ან 361,44 პუნქტით 6554,35-მდე.

ყველაზე სწრაფად მთელი 7,04%-ით გაიზარდა კომპანია Apple-ის აქციების ფასი, 6,83%-ით Microsoft-ის, 6,42%-ით კი Google-ის აქციები, ხოლო 4,38%-ით საბანკო ჯგუფის Citigroup-ის აქციები.

კოკა კვირკველია