2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა 1.5 ევროთი განისაზღვრა. თანხას ტურისტები ქვეყნის აეროპორტებში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან.
მოსაკრებელს გადაიხდის ყველა ტურისტი, განურჩევლად იმისა, მარტო მოგზაურობს თუ ჯგუფთან ერთად. გარდა ამისა, გადასახადი გავრცელდება ყველა ასაკის ადამიანზე.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო გადასახადის ოდენობის 3 ევროთი განსაზღვრა. თუმცა, შემდეგ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრს მოსაკრებლის დაწევის თხოვნით მიმართა, რადგან მილიონობით ტურისტს უკვე გადახდილი ჰქონდა ქვეყანაში 2019 წლის დასვენების ხარჯები. შესაბამისად, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, მათ, ვისაც 2019 წლის ზაფხულის ტურები უკვე შეძენილი აქვთ, დამატებითი გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ.
ახალ გადასახადს ყველა ქვეყნიდან ჩასული ტურისტი გადაიხდის.