27 დეკემბერს, „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა ქ. ხობის #1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, რამდენიმე ასეული ქართული და უცხოური ლიტერატურის გამოცემა გადასცა საჩუქრად.
კომპანიისთვის როდესაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონში, კერძოდ კი ხობის პირველ საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის განახლება იგეგმებოდა, გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა მომავალი თაობისთვის სასარგებლო საქმეში.
სკოლის მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ევროინსის საჩუქარს.
როგორც „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენლები აღნიშნავენ - ხობის პირველ სკოლაში განხორციელებული ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი. კომპანიის განვითარების, გაფართოების, ევროპული გამოცდილებისა და სიახლეების დანერგვის პარალელურად, სადაზღვევო კომპანია მუდმივად იზრუნებს მომავალი თაობისთვის სასარგებლო და კეთილი საქმეების დაგეგმვა-განხორციელებაზეც.
ევროინს ჯგუფი ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში, აქედან ოთხში - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში ფლობს შვილობილ კომპანიებს. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. 2018 წლიდან Euroins Group საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა. არჩევანი შეაჩერა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ ლიდერ კომპანია აი სი ჯგუფთან, რომელთან შერწყმის შედეგადაც „ევროინს საქართველოს“ სახელით შეუდგა ქართულ ბაზარზე მუშაობას. ეს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე არსებული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო.
(R)