1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6766 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6766 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6766 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6689 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0433 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0268 ლარი შეადგინა.