ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აბრეშუმის გზის პროგრამის მეოთხე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, აბრეშუმის გზის პროგრამის მეოთხე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენცია მასშტაბური საავიაციო ფორუმის, Routes Silk Road 2014 ფარგლებში იმართება.

ფორუმი 7-8 ივლისს, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება. ღონისძიებას 30 ქვეყნის დელეგატი, ათეულობით საერთაშორისო ავიაკომპანიის წარმომადგენელი, ასევე ცნობილი სპიკერები, ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში აბრეშუმის გზის პროგრამის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივების დასახვა ხორციელდება.

შეხვედრა დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ ოფიციალურად გახსნა.