სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.
27 დეკემბერს კომპანიის თანამშრომლები სოფელ გლდანის ბავშვთა სახლს ეწვივნენ და საჩუქრად გადასცეს: ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა და ტკბილეული.
„ევროინს ჯორჯიას“ თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე ცვლილებებთან ერთად, გადავწყვიტეთ მეტი მზრუნველობა გამოგვეჩინა მომავალი თაობის მიმართ. შევეცადეთ ბავშვებისთვის შეგვექმნა ბედნიერი საახალწლო განწყობა და მათთვის დიდი ხნის ნანატრი საჩუქრები გადაგვეცა.
სადაზღვევო კომპანიას კიდევ რამდენიმე ბავშთა სახლში აქვს დაგეგმილი სტუმრობა. ტრადიციულად, ბავშვებისთვის სასაჩუქრე ნუსხის შედგენამდე კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, დეტალურად შეიტყონ, რა საჭიროებები აქვთ აღსაზრდელებს და მათი სურვილებისა და ოცნების გათვალისწინებით მოქმედებენ.
აღსანიშნავია, რომ „ევროინს ჯორიჯია“, რომელიც გასულ წლებში “აი სი ჯგუფის“ სახელით მოღვაწეობდა ქართულ სადაზღვეო ბაზარზე, ხშირად სტუმრობს სოფელი გლდანის ბავშვთა სახლს. ამიტომ კომპანიის თანამშრომელთა გამოჩენამ ბავშვთა სახლის ბინადრები სიხარულით აავსო. სოციალური პასუხისმგებლობის აქციები, „ევროინს ჯორჯიაში“ სიახლე არაა და არც მხოლოდ წინასადღესასწაულო აქტივობების სერიას წარმოადგენს.
Euroins Group ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში, აქედან ოთხში - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში - ფლობს შვილობილ კომპანიებს. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. 2018 წლიდან Euroins Group საქართელოს ბაზარზეც გამოჩნდა. არჩევანი შეაჩერა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ ლიდერ კომპანია აისი ჯგუფზე, რომელთან შერწმის შედეგადაც „ევროინს საქართელოს“ სახელით შეუდგა ქართულ ბაზარზე მუშაობას. ეს ქართულ სადაზღვეო ბაზრზე არსებული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო.