ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი ლათინოამერიკული ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ჰონდურასი, გვატემალა და სალვადორი არაფერს აკეთებენ შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ჩვენ ფულს იღებენ“, - წერს პრეზიდენტი ტრამპი. მისივე თქმით, ახლა ჰონდურასში ფორმირდება მიგრანტების ახალი ქარავანი და ისინი არაფერს აკეთებენ. „ჩვენ ამ სამ ქვეყანას დახმარებას შევუწყვეტთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.