2019 წლის 1-ლი იანვრიდან მეტროს თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას „სოლიდარული ქსელი“ „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. კერძოდ, 1-ლი იანვრიდან მეტროს მემანქანეებს 30%-ით, დანარჩენ თანამშრომლებს კი 15%-ით გაეზრდებათ ხელფასი. „მეტროს ისტორიული გამარჯვება. 1-ლი იანვრიდან მეტროს მემანქანეებს 30%-ით, ხოლო მეტროს დანარჩენ თანამშრომლებს 15%-ით ეზრდებათ ხელფასი. დიდი ზეწოლის მიუხედავად, ხანგრძლივი, გამჭვირვალე, სამართლიანი და ღირსეული ბრძოლის შედეგად, ჩვენმა მეგობარმა და დამოუკიდებელმა პროფკავშირმა “ერთობა 2013” საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი ზრდის მიღება მოახერხა,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.