1-ლი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა

2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა და 200 ლარი გახდა.

2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 1 925.0 მლნ ლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 225 მლნ ლარით მეტია.

როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 1.7 მილიარდი ლარი.