თურქეთის წამყვანი ავიაკომპანია "Turkish Airlines", რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ოპერირებას, თბილისის მიმართულებით ფრენებს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია 2019 წლის 10 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (მარტის ბოლო კვირა), სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს კვირაში 37 სიხშირით, ნაცვლად კვირაში 30 სიხშირისა.
მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 31 დეკემბერს მიანიჭა.