2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4 პროცენტიანი მატება, რაც 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (5,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2,8 პროცენტი), თევზეული (2,4 პროცენტი), ასევე ხილი და ყურძენი (1,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-1,6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1,0 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0,07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0,9 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-2,3 პროცენტი).
ხოლო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (11,1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,5 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-17,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-4,3 პროცენტი), ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული (-3,2 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები.
თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით, რაც 0,33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,1 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,25 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (2,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2,9 პროცენტით, რაც 0,25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,4 პროცენტი).