Apple 2019 წელს მოგების შემცირებას პროგნოზირებს

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მ კვარტალური შემოსავლების დაგეგმილი პროგნოზი შეამცირა.

აღნიშნული კი განპირობებულია ჩინეთსა და შტატებს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების მერყეობით. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა.

„თუ გადავხედავთ ჩვენს პროგნოზებს, ჩამორჩენის 100% დაკავშირებულია ჩინეთთან. ჩინეთში ეკონომიკა ნელდება. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის დაძაბულობაა, რომელიც ამ ქვეყანას ამერიკასთან აქვს, რომელმაც თავის მხრივ, გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზე“, - განაცხადა მან.

სხვა ფაქტორებს შორის ტიმ კუკმა დაასახელა ელემენტების თვითღირებულების შემცირება და ამერიკის სავალუტო პოლიტიკა, რომელიც დოლარს ამყარებს. „ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ძვირად დაგვიჯდებოდა. სინამდვილეში კი, ეს დაგვიჯდა ჩვენს აქციებზე 200 პუნქტით ფასის შემცირება“ , - განაცხადა კუკმა.

ოთხშაბათს Apple-მა პირველი ფინანსური კვარტლის მონაცემები გაავრცელა. აღნიშნულ მონაცემებში მოგების პროგნოზი შემცირებულია 89 მილიარდი დოლარიდან 84 მილიარდ დოლარამდე. აღნიშნული კი კომპანიის აქციებზე 7,7%-ით ფასების ვარდნამ განაპირობა. შედეგად კი, კომპანიის საბაზრო ღირებულება 700 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა, არადა კომპანიის საბაზრო ღირებულება გასული წლის აგვსიტოში 1 ტრილიონ დოლარს გასცდა.

კოკა კვირკველია