1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6752 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6752 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6752 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6727 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0409 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0597 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0188 ლარი შეადგინა.