„თბილისური ბაზრის“ ორგანიზება 12 ათას ლარამდე დაჯდება

თბილისის მერიამ გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზრის“ ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 იანვარს დაიწყება და 9 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 800 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანი - ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და თბილისში მოღვაწე მიკრო და მცირე მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზრის“ სრული ორგანიზება (საგამოფენო ჯიხურები, განათება, ტრანსპორტირება, მონტაჟი, დემონტაჟი, დასუფთავება და სხვა).