გასული წლის ნოემბერში, ვადაგადაცილებული სესხები 52.8 მლნ ლარით გაიზარდა და 478.8 მლნ ლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ამასთან, სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების 48.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.6 პროცენტს გაუტოლდა.