ევროპული ავიაკონცენრი Airbus ორ ახალ ამერიკულ საავიაციო კომპანიას 120 თვითმფრინავს მიჰყიდის.
საუბარია მოდელებზე А220-300, რომლებიც კონტრაქტის მიხედვით კომპანიებს JetBlue-ს და Moxy-ს მიეწოდება. ახალი თვითმფრინავები 2021 წლისთვის დამზადდება.
შეთანხმების საერთო მოცულობამ 11 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეთანხმების მიხედვით, თითოეული კომპანია 60-60 თვითმფრინავს მიიღებს.
A220 – ეს არის რეგიონალური დანიშნულების ორძრავიანი თვითმფრინავი საშუალო მანძილზე საფრენად, რომელიც თავის დროზე კომპანია Bombardier Aerospace-მა შეიმუშავა. და ეს არის პირველი შეკვეთა ამ მოდელებზე მას შემდეგ, რაც მათი გამოცემა Airbus-ის მარკის ქვეშ დაიწყო.
ახალი თვითმფრინავების წარმოება დაიწყება კომპანიის კუთვნილ ალაბამას შტატში, ქალაქ მობილში მდებარე ქარხანაში, სადაც მისი საბოლოო აწყობა მოხდება. მისი წარმოება უკვე ამ თვიდან დაიწყება.