„ბუნებრივი აირის გაძვირება შეეხო კომერციულ სექტორს, რასაც ჩვენ არ ვარეგულირებთ"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატება არ იგეგმება. როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ტარიფი გაიზარდა მხოლოდ კომერციული ობიექტებისთვის.

„სელექციურად ძვირდება. გაძვირება შეეხო კომერციულ სექტორს, რასაც ჩვენ არ ვარეგულირებთ. მოსახლეობისთვის და სოციალური სექტორისთვის არანაირი გაძვირება არ მოხდება",- განაცხადა ქობულიამ.