ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო, თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.
მათივე ცნობით, ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13%-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი.
„ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 37% (211 883), პოლონეთი - 31% (3 508 122), დიდი ბრიტანეთი - 33% (105 608) და აშშ - 2% (466 056); ასევე, ექსპორტი გაზრდილია ევროპის მიმართულებით: შვეიცარია - 378% (25 350), დანია - 111% (17 834), რუმინეთი - 100% (99 774), ჩეხეთი - 81% (61 908), იტალია 69% (17 244), ბულგარეთი - 60% (26 790), ნიდერლანდები - 38% (82 641), გერმანია - 20% (483 791), ლიეტუვა - 17% (488 154), საფრანგეთი - 14% (113 885), ლატვია - 14% (1 711 078), ესტონეთი - 11% (581 190) და ა.შ.; ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: სამხრეთ კორეა - 275% (68 124), თურქმენეთი - 196% (197 694), ყირგიზეთი - 63% (218 550), აზერბაიჯანი - 40% (197 724), მონღოლეთი - 27% (214 398), უკრაინა - 26% (10 687 835), რუსეთი - 12% (53 682 627), ყაზახეთი - 8% (3 599 143) და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (53 682 627), უკრაინა (10 687 835), ჩინეთი (6 951 019), ყაზახეთი (3 599 143), პოლონეთი (3 508 122), ლატვია (1 711 078), ბელორუსი (1 606 002), ესტონეთი (581 190), ლიეტუვა (488 154) და გერმანია (483 791).
„2018 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.
ამასთან, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 20 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა 3%-ს აღწევს.
მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 422 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 47% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 1,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2017 წელთან შედარებით 44%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2017 წელთან შედარებით 7%-ს მიაღწია“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.