2018 წელს მსოფლიოს ფინანსურ სეგმენტში პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით დაფიქსირდა რყევები, რამაც ცალკეული ქვეყნების ვალუტებიც მეტნაკლებად აზარალა. თუმცა ზოგიერთი ვალუტისთვის გასული წელი ცუდი ნამდვილად არ ყოფილა.
გთავაზობთ 2018 წელს მსოფლიოს წამყვანი ვალუტების მდგომარეობას დოლართან მიმართებით:
მაშ ასე, გაზრდილი ტურბულენტობის ფონზე ყველაზე უკეთ გასულ წელს თავი გამოიჩინა იაპონურმა იენმა, რომელიც ერთგვარი თავდაცვითი აქტივია. დეკემბრის ბოლოსკენ მან 1%-ით გამყარებაც კი შეძლო.
სხვა დანარჩენ ძირითად მოთამაშეებთან დოლარი გამყარდა, თუმცა გამოვყოთ ისინი, რომლებმაც 2018 წელს „ამერიკელებთან“ ყველაზე ნაკლებად დათმეს პოზიციები.
ერთიანი ევროპული ვალუტა ევროს, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ცუდი პროგნოზებისა და ევროპის ცენტრალური ბანკის რბილი პოლიტიკისა, არსებითი დანაკარგები არ განუცდია და წლის განმავლობაში ის მხოლოდ 5%-ით გაუფასურდა.
ერთ-ერთ სიურპრიზად შეიძლება ჩავთვალოთ მექსიკური პესოც. თავიდან ისე ჩანდა, რომ 2018 წელს ეს ვალუტა ძლიერ დევალვაციას განიცდიდა, რაც წლის დასაწყისში მოხდა კიდეც. თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა, მექსიკამ ახალი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა შტატებთან და ქვეყანას დაუბრუნდნენ ინვესტორებიც.
საერთო ჯამში, მსოფლიოს ძირითადი ვალუტები დოლართან ნორმალურად იდგნენ, თუ არ ჩავთვლით ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების სპეციფიურობას.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საუკეთესო ინვესტიციად თავად დოლარი იქცა, სხვა დანარჩენი აქტივები ინვესტორებისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. ზოგადად 2018 რაღაცით გავდა 2008-ს თუმცა, სერიოზული ეკონომიკური რყევების გარეშე.