აშშ-ში თავისუფალი ოფისების რაოდენობა გაიზარდა

კვლევითი ორგანიზაცია Reis Inc.-ის მონაცემებით, ამერიკაში 2018 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში თავისუფალი საოფისე ფართების რაოდენობა 16,7%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა გასულ წელს იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 16,4% იყო.

საანგარიშო კვარტლის განმავლობაში გაიყიდა 687 ათასი კვადრატული მეტრი საოფისე ფართი, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 725 ათასი კვადრატული მეტრი. ახალი ოფისების მშენებლობა შემცირდა 1,1 მილიონი კვადრატული მეტრიდან 966 ათას კვადრატულ მეტრამდე.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში 3%-ით გაიზარდა ქირის ფასიც.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად აუთვისებელი ფართების ზრდისა, გაზრდილია ოფისებში დასაქმებულთა რაოდენობა. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში 51,400 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 49 ათასი.

Reis-ის ექსპერტების აზრით, წელს თავისუფალი საოფისე ფართების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა არ გაიზრდება ქირის ფასი.

კოკა კვირკველია