შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
„დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 - გასვლა 08:50, ჩასვლა 14:43, გამოსვლა 17:05, ჩამოსვლა 22:45.
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 - გასვლა 10:30, ჩასვლა 15:30, გამოსვლა 17:10, ჩამოსვლა 22:05.
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.