ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ტემპით განვითარდა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვექმნა ტურისტების ზრდის ყოველთვიური და ყოველწლიური ტენდენცია, რაც იქნებოდა მთავარი არგუმენტი როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ მეტი აქტივობა განეხორციელებინათ, გახსნილიყო მეტი სასტუმრო და შემოსულიყო უფრო მეტი ავიაკომპანია საქართველოში. ეს ყველაფერი იწვევს ჩვენი რეგიონების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მეტი თანხის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტურიზმი არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.