პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შემოსავალმა 2017 წელს 80 865 ლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია კობახიძეს 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული. გარდა ამისა, შემოსავლის სახით, 2017 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად მუშაობისას, 17 400 ლარი აქვს მიღებული. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, კობახიძე ფლობს 157,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 20 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული; ასევე მის საკუთრებაშია 2 270 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ეკუთვნის ასევე ორი მსუბუქი ავტომობილი - VW Tiguan-ი და Nissan Tiida. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 65 353,54 დოლარი და 2 959 ლარი ჰქონდა. ირაკლი კობახიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლის შემოსავალმა 2017 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობისას - 11 712 ლარი; ხოლო შსს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოსტზე - 30 372 ლარი შეადგინა. მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში 5 977.93 ლარი და 45,98 დოლარი ჰქონდა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.