ტოკიოში აუქციონზე 278-კილოგრამიანი ცისფერი თინუსი 3,1 მლნ დოლარად გაიყიდა

ტოკიოში გამართულ მიმდინარე წლის პირველ აუქციონზე ცისფერი თინუსი, რომლის წონაც 278 კგ იყო, 336 მილიონ იენად (3,1 მილიონ დოლარად) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აუქციონის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მიღებული შემოსავალი არის რეკორდული და ორჯერ აღემტება 1999 წელს დამყარებულ რეკორდს.

დღემდე ეს ღონისძიება, რომელიც იზიდავს თევზმჭერებისა და რესტორნების ბიზნესს, იმართებოდა ზუკიძის ბაზრობაზე. მისი ისტორია 80 წელს ითვლის, თუმცა 2020 წელს გასამართი ოლიმპიადის გამო ის დახურეს და სავაჭრო ფართი პორტის მახლობლად ტაიოსუს რაიონში გადაიტანეს.

გაყიდული თევზი წყნარი ოკეანის წყლებში დაიჭირეს. ყველაზე ძვირად ღირებული თევზის მყიდველი უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია ხდება კეისი კიმურა, რომელიც მსხვილი სარესტორნო ქსელის მმართველი კომპანია Kiyomura Corporation-ის მფლობელია.

კოკა კვირკველია