ადგილები, რომლებმაც ტურისტებში ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოიწვია

მოგზაურებმა ის ადგილები დაასახელეს, რომლებმაც მათი იმედები ყველაზე მეტად გააცრუა. აღნიშნულის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემამ ყურადღება მიაქცია ინტერნეტ ფორუმ Quora-ში ერთ-ერთი მომხმარებლის გამოკითხვას - „რომელმა ღირშესანიშნაობამ გაგიცრუათ ყველაზე მეტად იმედები“.

კომენტარებიდან გაირკვა, რომ ასეთებს შორის სჭარბობდნენ იტალიის ქალაქები, მათ შორის, ვენეცია.

მეორე ადგილზეა ეგვიპტური ქალაქი ელ-გიზა, სადაც, როგორც მომხმარებლები წერენ, მათთვის დიდი პირამიდები არც ისე გრანდიოზული აღმოჩნდა, როგორსაც მოელოდნენ.

ტურისტებმა ასევე გააკრიტიკეს კუნძული ბალი, რომელიც რეალურად არც ისე შთამბეჭდავია, როგორც ეს ფოტოებზეა. ამ კუნძულის ნაცვლად ისინი ტურისტებს ტაილანდის მონახულებას ურჩევენ.

სხვა მომხმარებლების აზრით, კამბოჯის დედაქალაქი პნომპენი სავსეა ჯიბის ქურდებით, დუბაი კი ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა, ხოლო ბერძნული სანტორინი ძვირი და ტურისტებით გადავსებულია.

მათვე პარიზის მუზეუმი ლუვრი უხერხულად მოიხსენიეს, ათენის აკროპოლისი ნანგრევების ხროვად, ხოლო ნიუ-იორკის თაიმ-სკვერი დეპრესიულად.

კოკა კვირკველია