„მოსფლიო ბანკის“ პრეზიდენტი, ჯიმ იონ კიმი, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე 1 თებერვლიდან დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია , მის ფუნქციას დროებით შეასრულებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა ამ გამორჩეული ორგანიზაციის პრეზიდენტად.
ორგანიზაციისა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ადამიანებზე, იმაზე რომ ბოლო მოუღოს სიღარიბეს მსოფლიოში. „მსოფლიო ბანკის“ მუშაობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლობა იმის გათვალსიწინებით, რომ მთელ მსოფლიოში იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან, ხოლო ისეთი პრობლემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პანდემიები, შიმშილი და იძულებითი გადაადგილება, იზრდება მასშტაბისა და სირთულის თვალსაზრისით,“ - აცხადებს ჯიმ იონ კიმი. ჯიმ იონ კიმი „მსოფლიო ბანკის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე 2012 წლის 1 ივლისს აირჩიეს ხუთი წლის ვადით, თუმცა დირექტორთა საბჭომ ის 2016 წელს ხელახლა აირჩია ამავე პოსტზე. მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წელს იწურებოდა. მან საერთო ჯამში ორგანიზაციის პრეზიდენტად 6 წელზე მეტხანს იმუშავა.