დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.110%-ით, მაქსიმალური 7.180%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.159%-ით განისაზღვრა.