1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6702 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6702 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0563 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0491 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.