საქართველო-სომხეთის საზღვრის ნინოწმინდის მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ90-კმ 112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.