„მსოფლიო ბანკი“ 2019 წელს ეკონომიკის 2,9%-იან ზრდას პროგნოზირებს

„მსოფლიო ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის ეკონომიკურ მიმოხილვას ეძღვნება, ორგანიზაცია მსოფლიო ეკონომიკის ზრდას 2,9%-ით პროგნოზირებს, რაც ივნისის პროგნოზზე 0,1%-ით ნაკლებია.

ამის მთავარ მიზეზად კი ვაჭრობისა და ინვესტიციების შემცირებას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემცირდება საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, შენარჩუნდება დაძაბული ურთიერთობა ვაჭრობის სფეროში, ხოლო ზოგიერთმა მსხვილმა ქვეყანამ იგრძნო წნეხი ფინანსური ბაზრების მხრიდან. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2020-2021 წლებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2,8% იქნება.