საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს 11 თვეში ხილისა და კაკლის ექსპორტმა 86,2 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%-ით ნაკლებია.
როგორც East Fruit წერს, ჯგუფის ძირითად პოზიციებზე იყო: თხილი - 50, 4 მილიონი დოლარი, ფისტა – 11, 2 მლნ დოლარი, ატამი - 8,2 მლნ დოლარი, მანდარინი - 5,2 მლნ დოლარი, ხურმა - 1,8 მლნ დოლარი, ბანანი - 1,6 მლნ დოლარი და ვაშლი - 1,1 მლნ დოლარი.
2017 წელს იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 90,3 მლნ დოლარის ხილი, რაც საქართველოდან საექსორტო პროდუქციის საერთო მოცულობის 3,69%-ს შეადგენდა და წამყვან პოზიციებზე იყო: თხილი - 74.2 მლნ დოლარი, ატამი - 4.3 მლნ დოლარი, მანდარინი - 3.3 მლნ დოლარი, ხურმა - 1.3 მლნ დოლარი, ვაშლი - 1.1 მლნ დოლარი და ბანანი - 1.0 მლნ დოლარი.
2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის საერთო მოცულობის 0,42%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,4 %-ით ნაკლებია.
ჯგუფში ძირითადი პოზიციები უკავია პომიდორს - 4,2 მლნ დოლარით და კარტოფილს - 3,2 მლნ დოლარით. რაც შეეხება 2017 წლის მაჩვენებელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 15, 2 მლნ დოლარის ბოსტნეული იყო ექსპორტირებული, რაც ქვეყნიდან საექპორტო პროდუქციის საერთო მოცულობის 0,62%-ია. წამყვან პოზიციებზე იყო კარტოფილი - 5,2 მლნ დოლარით და პომიდორი - 4,1 მლნ დოლარით.