1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6675 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6675 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0543 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.