ლენტეხი-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ8-კმ24 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ1-კმ8 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფასანაური-მლეთას მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა