მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კომპანია Apple iPhone-ის წარმოების 10%-ით შემცირებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს. გასულ თვეს კომპანიამ დააანონსა, რომ მარტის მეოთხედში დაგეგმილზე ნაკლებ iPhone-ის ახალ მოდელებს გამოუშვებდა. თუმცა, ახლა უკვე მეორედ ამცირებენ სმარტფონების დაგეგმილი რაოდენობის წარმოებას.
Nikkei-ს ცნობით, ახალი რეგულაცია შეეხება iPhone-ის ისეთ ახალ მოდელებს როგორიცაა XS Max, XS და XR. ახლანდელი მდგომარეობით, iPhone-ის ახალი და ძველი მოდელების წარმოება შემცირდება 40 მილიონამდე, რაც მანამდე დაანონსებულ 47 მილიონზე დაბალია. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებაა, რამაც ამ რეგიონიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა. Apple კონკურენტების მსგავსად აღიარებს, რომ სმარტფონებით გაჯერებული ბაზრის ზრდა ეცემა.
საერთაშორისო მონაცემთა კორპორაციის თანახმად კი, გასული წლის მესამე მეოთხედში, სმარტფონების გადაზიდვები 6%-ით შემცირდა, რამაც ბაზრის მომავალზე კითხვები წარმოქმნა. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონები იმდენად დაემსგავსა წამყვანი კომპანიების მოწყობილობების ფორმებსა და ფუნქციებს, რომ მომხმარებლები უკვე ვეღარ ხედავენ თვისობრივ განსხვავებებს. ამასთან, მოწყობილობები აღარ არის ისეთი ინოვაციური, როგორც მანამდე.
გვანცა კაკაურიძე