Henley Passport Index-ის 2019 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო 51-ე ადგილზეა.
რეიტინგი იმის მიხედვით დგება, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა. საქართველოს მოქალაქეებს კი უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის რეიტინგის მიხედვით საქართველო 53-ე ადგილზე იყო, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 99 ქვეყანაში შეეძლოთ. იაპონიის პასპორტი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტად დასახელდა.
იაპონიის მოქალაქეებს ამჟამად უვიზოდ 190 ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ.
რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი ქვეყნის პასპორტი და მათი მფლობელებისთვის უვიზოდ ხელმისაწვდომი ქვეყნების რიცხვი ასე გამოიყურება:
1. იაპონია - 190
2. სინგაპური - 189
3. საფრანგეთი, გერმანია - 188
4. დანია, ფინეთი, იტალია, შვედეთი - 187
5. ლუქსემბურგი, ესპანეთი - 186
6. ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები - 185
7. ბელგია, კანადა, საბერძნეთი, ირლანდია - 184
8. ჩეხეთის რესპუბლიკა - 183
9. მალტა - 182
10. ავსტრალია, ისლანდია, ახალი ზელანდია - 181