დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საუდის არაბეთის ნავთობის მარაგები 264-დან 266,1 მილიარდ ბარელამდე გაიზარდა, რაც ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ჰალედ ალ ფალეჰის თქმით, სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს მსოფლიოში.
„ეს სერტიფიცირება ამტკიცებს, რომ ყოველი ბარელი, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ, არის ყველაზე რენტაბელური მსოფლიოში, ხოლო Saudi Aramco - ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში,“ - აცხადებს ალ ფალეჰი.
საუდის არაბეთის ხელისუფლება აქამდე Saudi Aramco-ს 2 ტრილიონ დოლარად აფასებდა. მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის მარაგების მქონე კომპანია შესაძლოა, IPO-ზე (აქციების პირველადი განთავსება საფონდო ბირჟებზე) 2021 წელს გავიდეს და გახდეს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია.