საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას „თიბისი ბანკსა“ და კერძო სექტორზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეხმაურება.

ICC Georgia მხარდაჭერას უცხადებას თიბისი ბანკს და მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ამ ინსტიტუტზე და ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლა. ამასთან, სავაჭრო პალატა ხელისუფლებას 2012 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას და მის მიერვე გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს. „შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

"მე ვდებ პირობას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველა ბიზნესს თანაბარ პირობებს შეუქმნის და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ზეწოლის პრაქტიკას აღმოვფხვრით." "თქვენ დაუყონებლივ უნდა შემოჰკრათ განგაშის ზარები, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის შემთხვევა მოხდება."

"მე ვიძლევი გარანტიას, რომ ვერავინ გაბედავს ბიზნესზე ზეწოლას და მკაცრად დასჯილი იქნება ამგვარი ზეწოლის პირველივე შემთხვევა. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იმ დღეს მზის ჩასვლისთანავე გარდაიცვალა. ბოლო ექვსი წლის მანძილზე მრავალი ბიზნესი იყო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, ხოლო ბოლო შემთხვევა განხორციელდა პროკურატურის მიერ, რომელიც ცდილობს საქართველოში ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის „თიბისი ბანკისთვის“ ზიანის მიყენებას და ძირის გამოთხრას. მსგავსი ქმედებები დააზარალებს არა მხოლოდ ბანკს, არამედ უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ბიზნესგარემოზე და თავად მთავრობაზეც. სამწუხაროა, რომ ისტორია ისევ მეორდება და ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები არასდროს ითვალისწინებენ წინამორბედების შეცდომებს.“- წერია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს სუბიექტსა და 12,000 სავაჭრო პალატას.

ქრისტინე გამთენაძე
„სინამდვილეში 80 მილიონამდე მოხმარდა „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას, რადგან ომის მერე ბანკი გადასარჩენი იყო"
გია ხუხაშვილი „თიბისის“ საქმეზე - ვერც იმას გამოვრიცხავ, ვიღაცას უნდა აქციების ფასის დაგდება და მერე ლონდონში იაფად რაღაცის ყიდვა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციების ფასი 1.61%-ით დაეცა - რა გავლენას იქონიებს გამოძიება ბანკზე