სად გადის მანდარინი საქართველოდან

2018 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის 87,1% რუსეთსა და უკრაინაში გავიდა.

როგორც East Fruit წერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოდან მანდარინის ექსპორტმა 25 182 ტონა შეადგინა. საერთო ჯამში, 16, 558 ტონა მანდარინი, ანუ 65,8% - რუსეთში, ხოლო 5,3 65 ტონა, 21,3% - უკრაინაში გავიდა. ამასთან, ქართული მანდარინი ასევე გადის: სომხეთში (2,641 ტონა), უზბეკეთში ( 261 ტონა), ყაზახეთში (138 ტონა), ბელორუსში (120 ტონა), ყირგიზეთში (60 ტონა) და ლატვიაში (40 ტონა). აღსანიშნავია, რომ მანდარინის ექსპორტის ამჟამინდელი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.7% -ით მეტია (19,118 ტონა). ცნობისთვის, მანდარინის დახარისხება-შეფუთვას, შემდგომ მისი ექსპორტის მიზნით, აჭარაში 30-მდე საწარმო ახორციელებს. პროდუქტის საბითუმო საშუალო ფასი კი 40-70 თეთრს შეადგენს.

ნინი ქეთელაური