კურორტ თეთნულდის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა, დაშავებულია უცხოელი ტურისტი

თეთნულდის სათხილამურო კურორტის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მხოლოდ ორი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

როგორც მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, ტურისტები აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ.

“უცხოელი სტუმრები თეთნულდის მთაზე იყვნენ ასული და აკრძალულ ზონაში იყვნენ გადასული. ზვავი ჩამოწვა, რა დროსაც ერთ-ერთი უცხოელი ჩაითრია. ტურისტი ამოყვანილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ორი ადამიანი იმყოფებოდა“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.