თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 4 050 000 ლარია (1 518 750 დოლარი).
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 1 800 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართი კი 650 კვადრატული მეტრია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი არის 8-ოთახიანი და 6 საძინებელ ოთახს მოიცავს.
„სახლი არის ახალი რემონტით, თანამედროვე ინტერიერით, მაღალი სტანდარტების, ვიტრაჟული, ავეჯითა და ტექნიკით, ავტოფარეხით 2 ავტომობილზე, 8 ოთახით, 3 ბუხრით, აუზით, 5 საძინებლით, 6 სველი წერტილით, სიგნალიზაციით, აივნებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.