„142 მილიონი მგზავრის გადაყვანის მაჩვენებლით, Lufthansa Group ნომერ პირველი ავიაგადამყვანი კომპანიაა ევროპაში“ - ამის შესახებ თავად კომპანია იუწყება.
მათივე განმარტებით, ამ მაჩვენებლის „დრაივერებად“ კომპანიის ციურიხის, მიუნჰენის და ვენის ჰაბები იქცნენ.
როგორც სააგენტო Bloomberg წერს, ამ ბაზარზე 2004 წლის შემდეგ ლიდერი პირველად შეიცავალა. აქამდე ამ პოზიციაზე ფრანგულ-ჰოლანდიური ავიაჰოლდინგი Air France-KLM იყო. გასული წლის მონაცემებით, ამ ავიაკომპანიამ ადგილი დაუთმო ერთდროულად ორ ავიაკომპანიას - Lufthansa და British Airways-ს.
სააგენტო აზუსტებს, რომ ლიდერობა კონკრეტულად მგზავრთა გადაყვანის კომპონენტში შეიცვალა. არსებული ინფორმაციით, Lufthansa-ს ეს მაჩვენებელი გასულ წელს 9% -ით გაიზარდა.
Lufthansa Group - ეს არის ერთ-ერთი უსმხვილესი ევროპული ავიაკომპანია. მისი სათაო ოფისი მდებარეობს კიოლნში, გერმანიაში. კომპანიაში გასული წლის სექტემბრის მონაცემბით, 135,033 ადამიანია დასაქმებული.