2018 წელს Volkswagen Group-ის გაყიდვები რეკორდულია

2018 წელს უმსხვილესმა საავტომობილო კონცენრმა Volkswagen Group, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვების ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მასში შემავალი ყველა ბრენდის საერთო გაყიდვები 0,9%-ით გაიზარდა და 10,83 მილიონი შეადგინა.

დეკემბერში კონცენრმა 916,2 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით მეტია.

„მერყევი გეოპოლიტკის შედეგად, 2018 წელს ჩვენ მნიშვნელოვან სირთულეებს წავაწყდით. დიდი ალბათობით, ეს სირთულეები 2019-შიც შენარჩუნდება, თუმცა იმედიანად ვართ, რომ ამასაც წარმატებით გავუმკლავდებით“ - აცხადებს კონცენრის გაყიდვების ხელმძრვანელი კრისტიან დალჰაიმი.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაყიდვები 1,2%-ით, 4,38 მილიონ ავტომობილამდე გაიზარდა. აზია - წყნარი ოკეანის რეგიონში კი მხოლოდ 0,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა რაოდენობაში ის 4,207 მილიონით გამოიხატა. გაყიდვების 2%-ანი კლებაა ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონშიც, რაც რაოდენობთ 956,7 ათასს შეადგენს. სამხრეთ ამერიკაში გასულ წელს მიწოდებული იყო 590 ათასი ავტომობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში 13,1%-ანი ზრდა დაფიქსირდა.

ბრენდების მიხედვით, ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება MAN-ში, + 19,6%, რაც136,5 გაყიდულ ავტომობილს უდრის. შემდეგ მოდის Seat +10,5%, 517,6 ათასამდე, ხოლო Skoda +4,4%, 1,254 მილიონამდე გაყიდული ავტომობილით. თავად ბრენდის ავტომობილების გაყიდვებმა 6,245 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0,2%-ით მეტია. რაც შეეხება Audi-ს, მისი გაყიდვები 3,5%-ით, ანუ 1,812 მილიონამდე შემცირდა.

ბრენდებმა: Volkswagen, Skoda, Seat, Porsche და Lamborghini არსებობის განმავლობაშ გაყიდვების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირეს.

Volkswagen-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კონცერნია, რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი საავტომობილო ბრენდები როგორებიცაა: Volkswagen, Audi, Skoda, Seat, Porsche , Lamborghini, Bentley, Bugatti, MAN და Scania.

კოკა კვირკველია