ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა იწყება.
ამასთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება - ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანსპორტირების" პრეზენტაცია იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვაინერი, ფინანსური დირექტორი უილიამ მარკშტეინი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.
კონფერენციაზე, Wondernet Exspress Investment Group-სა და უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის გაფორმდება ხელშეკრულება ერთობლივი ინვესტირების შესახებ ბათუმის პორტში მულტიმოდალურ ტერმინალის მშენებლობის თაობაზე.
როგორც შეხვედრისას განაცხადეს, ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, კერძოდ კონვეიერული სისტემით და გემის დამტვირთველით, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ფილტრაციის უახლოესი ტექნოლოგიებით.
მათივე ინფორმაციით, ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა. კომპანია Wondernet Express Investmwnt Group-მა მინერალური სასუქების ახალი ლოგისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, შეთანხმებები გააფორმა საქართველოს რკინიგზასთან, ბათუმის პორტთან, აზერბაიჯანის რკინიგზასთან და ბაქოს ნავსადგურთან.